რა არის ანტიფრიზი და როგორ შევარჩიოთ ის სწორად
როგორც ყველასთვის ცნობილია ავტომობილის ძრავი მუშაობისას გამოყოფს სიმხურვალეს და ცხელდება, ასე რომ, ეს პროცესი თუ არ გაკონტროლდება შეიძლება გამოიწვიოს ძრავის სერიოზული დაზიანება. სწორედ ამისთვის არსებობს ანტიფრიზი, წყალში შერევისას და რადიატორში დამატებისას, იგი ხელს უწყობს ტემპერატურის რეგულირებას ძრავის გაგრილების სისტემაში.
რა არის ანტიფრიზი და რა დანიშნულება აქვს
ანტიფრიზის ძირითადი თვისება პირდაპირ გამომდინარეობს მისი სახელიდან – ეს არის სითხე, რომელიც არ იყინება. უფრო ზუსტად, ის იყინება ძალიან დაბალ ტემპერატურაზე: თანამედროვე ანტიფრიზი ჩვეულებრივ – 40 დან –65 ° С ტემპერატურას უძლებს.
ანტიფრიზის მთავარი და ძირითადი კომპონენტი არის ეთილენგლიკოლი მისი შემცველობა ანტიფრიზში დაახლოებით 90% უდრის, ის ამცირებს წყლის გაყინვის ტემპერატურას ხოლო ადუღებისას კი ზრდის. ანტიფრიზი რადიატორში წყალს იცავს როგორც გაყინვისგან ასევე დუღილისგან და აორთქლებისგან. ანტიფრიზის გარეშე წვის პროცესში წარმოქმნილი სითბო გამოიწვევს ძრავის სწრაფ გადახურებას და შეიძლება ფატალურ შედეგამდეც მივიდეს. ანტიფრიზი ასევე აკეთებს გაგრილების სისტემის პომპონენტების შეპოხვას (შეზეთვას) და იცავს მათ კოროზიისგან რაშიც მათ ანტიფრიზში არსებული დანამატები ასრულებენ რომელიც დაახლოებით 3% დან 7% მდე მერყეობს.
ანტიფრიზი G-11
ანტიფრიზი G11 არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი კლასიფიკაცია რომელიც მზადდება ტრადიციული ტექნოლოგიით, (მას ასევე უწოდებენ სილიკატურ ანტიფრიზს). კოროზიის საწინააღმდეგოდ G11 ის ანტიფრიზში დანამატების სახით გამოიყენება არაორგანული ნივთიერებები:
- სილიკატები
- ფოსფატები
- ბორატები
- ნიტრიტები
- ამინები
- ნიტრატები
სილიკატური დანამატები, რომელსაც შეიცავს ანტიფრიზი G11, გაგრილების სისტემის მთელ ზედაპირს ფარავს დამცავი ფენით, რაც ხელს უშლის კოროზიის წარმოქმნაში. რაც ძალიან კარგია.

მაგრამ არსებობს მეორე მხარეც, ეს დამცავი ფენა ხელს უშლის სითბოს გადაცემის პროცესს. რაც ცუდია. გარდა ამისა ტემპერატურის ვარდნისა და ვიბრაციისას დროთა განმავლობაში ეს დამცავი ფენა იწყებს დაშლას და დალექვას. სწორედ ამ მიზეზების გამო უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი ანტიფრიზის შეცვლა საჭიროა 2 წელიწადში ერთხელ მაინც.
ანტიფრიზ G11 ს ასევე აღნიშნავენ (უწოდებენ ) როგორც:
- G11
- Traditional coolants
- Conventional coolants
- IAT (Inorganic Acid Technology)
ანტიფრიზი G12 ,G12+ და G12++
G12 ის კლასიფიკაციის ანტიფრიზი ეს არის ანტიფრიზების განვითარების მომდევნო ეტაპი. მწარმოებლებმა გადაწყვიტეს სილიკატური (G11) ტექნოლოგიის უარყოფითი მხარეების აღმოფხვრა და გადაწყვიტეს ორგანულ მჟავებზე დაფუძვნებით შეექმნათ G-12 ის კლასიფიკაცია.
ანტიკოროზიული დანამატის სახით G12 ში გამოიყენება კარბოქსილის მჟავები. აქედან გამომდინარეობს ამ ანტიფრიზების მეორე სახელწოდებაც – კარბოქსილატისებური. მათი გამორჩეული თვისება ის არის, რომ კარბოქსილატის დანამატები არ ქმნიან დამცავ ფენას გაგრილების სისტემის მთელ ზედაპირზე, არამედ იწყებენ კოროზიიასთან ბრძოლას მხოლოდ კოროზიის წარმოქმნის პროცესში და ფარავს მას დამცავი ფენით არაუმეტეს ერთი მიკრონისა.
სილიკატური ანტიფრიზის (იგივე G11) ყველა მინუსი აქ გვევლინება პლუსებად:
- მაღალი სითბოს გადაცემა
- არ ხდება დამცავი ფენის დაშლა და დალექვა გაგრილების სისტემაში
- შედარებით მაღალი ექსპლუატაციის პერიოდი 3-დან 5 წლამდე.
მაგრამ მინუსები ასევე G12 საც აქვს – როგორც ვახსენეთ კარბოქსილატისებური დანამატები მუშაობას იწყებენ მხოლოდ მაშინ როდესაც იწყება კოროზიის წარმოქმნის პროცესი. ანუ “მკურნალობას” იწყებს მაშინ როდესაც უკვე “დაავადება” წარმოიშვა და არა თავიდან მანამ კოროზია წარმოიშვებოდა.
ანტიფრიზ G12 ს (იგივე კარბოქსილატისებურ ანტიფრიზს) ასევე აღნიშნავენ (უწოდებენ ) როგორც:
- G12
- Carboxilate coolants
- OAT (Organic Acid Technology)
მთავარი მინუსის აღმოსაფხვრელად, ანტიფრიზის მწარმოებლებმა გადაწყვიტეს გადაედგათ ნახევარი ნაბიჯი უკან და შეუთავსეს სილიკატური ტექნოლოგია კარბოქსილატის ტექნოლოგიას. შედეგად მივიღეთ G12+ ანტიფრიზის კლასი (ჰიბრიდული ტექნოლოგია).
ჰიბრიდული ანტიფრიზები შეიცავენ როგორც ორგანულ (კარბოქსილატისებურ) დანამატებს ასევე არაორგანულსაც. მაგალითად: ევროპელები იყენებენ სილიკატებს, ამერიკელები – ნიტრიტებს, ხოლო იაპონელები უპირატესობას ფოსფატებს ანიჭებენ.
ანტიფრიზ G12+ ასევე აღნიშნავენ (უწოდებენ ) როგორც:
- Hybrid coolants
- HOAT (Hybrid Organic Acid Technology)
ამის შემდეგ უკვე 2008 წელს მოგვლევლინა ანტიფრიზი G12++ კლასი. ეს არის ანტიფრიზის ახალი ტიპი რომელშიც ორგანული ფუძე კომბინირებულია (შერწყმულია) მინერალური დანამატების მცირე რაოდენობასთან.
ანტიფრიზი G12, G12+, G12++ არის ორგანული მჟავის ტექნოლოგიის ტიპის ნაირსახეობა. ნახევარი ნაბიჯის უკან გადადგმის შემდეგ ტექნოლოგებმა ნელნელა დაიწყეს წინსვლა მინერელების შემადგნელობის კომბინაციების თამაშით. ამ ტექნოლოგიას ლობრიდულს უწოდებენ და ასევე აღნიშნავენ როგორც:
- Lobrid coolants
- SOAT coolants
ანტიფრიზი G13
G13 კლასის ანტიფრიზი 2012 წელს გამოჩნდა ანტიფრიზების ბაზარზე. ისინი არსებითად განსხვავდებიან ყველა წინამორბედებისგან, რადგან შხამიანი ეთილენგლიკოლის ფუძის ნაცვლად, მათ აქვთ უვნებელი და ეკოლოგიურად სუფთა პროპილენგლიკოლის ფუძე.
ფაქტობრივად, აქ მთავრდება განსხვავებები. ტექნოლოგიური თვალსაზრისით, G13 ანტიფრიზი იგივეა რაც G12++ და განსაკუთრებული უპირატესობით არ სარგებლობს (გარდა ეკოლოგიურად სისუფთავისა)
შეიძლება თუ არა ანტიფრიზის ფერით შერჩევა
როგორც მოგეხსენებათ საქართველოში და ასევე სხვა ქვეყნებშიც ავტომობილის მფლობელები ცდილობენ შეარჩიონ ანტიფრიზი მხოლოდ ფერით რაც არის ძალიან დიდი შეცდომა.
თავდაპირველად ანტიფრიზი არის უფერული სითხე და მათთვის ფერის მინიჭება ხდება მხოლოდ ორი მიზეზით, ის რომ გავარჩიოთ ანტიფრიზი სხვა სითხეებისგან და ასევე ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის რომ, გაგრილების სისტემის დაზიანების შემთხვევაში მარტივად მივაგნოთ დაზიანების წყაროს, რაშიც ანტიფრიზის გამორჩეული ფერი გვეხმარება.
მეორე მხრივ, კონრეტული რეგლამენტი და სტანდარტი ფერებთან დაკავშირებით არ არსებობს, ანუ კომპანიებს შეუძლიათ ნებისმიერი ტექნოლოგიის და ტიპის ანტიფრიზი შეღებონ მათთვის სასურველ ფერში. ასე რომ დარწმუნებით ვთქვათ, რომ G11 ანტიფრიზი არის აუცილებლად ლურჯი ან მწვანე არ არის სწორი.
ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ ყველაზე სერიოზული და დიდი მწარმოებლების ზოგადად მიღებულ პრაქტიკაზე.
მაგალითად:
- ანტიფრიზი G11 არის – მწვანე ან ლურჯი
- ანტიფრიზი G12 (პლუსებით და პლუსების გარეშე) არის – წითელი (სხვა მიახლოვებითი შეფერილობითაც)
- ანტიფრიზი G13 არის – ვარდისფერი ან იასამნისფერი, მაგრამ თეორიულად შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის.
უნდა გავაზავოთ თუ არა ანტიფრიზის კონცეტრატი შეცვლის დროს
ანტიფრიზის კონცეტრატს აქვს მომატებული სიბლანტე და თუ არ მოხდება მისი წყალში გაზავება, ეს აუცილებლად აისახება გაგრიების სისტემის მუშაობაზე, რომელიც არ არის გათვლი მსგავსი სიბლანტის სითხეზე სამუშაოდ:
- ცხელ კლიმატში ძრავი ვერ შეძლებს სრულყოფილად გაგრილებას.
- ცივ კლიმატში ავტომობილის გათბობა დაუბერავს ცივ ჰაერს.
ამის გარდა, უნდა გვახსოვდეს რომ (გაუზავებელი) ეთილენგლიკოლი იყინება -12,7°C გრადუსზე, ხოლო, გამოხდილ წყალში გაზავებულმა ანტიფრიზის კონცენტრატმა შეიძლება გაუძლოს -65°C-გრადუსს სწორი პროპორციების დაცვის შემთხვევაში.
ასევე აღსანიშნავია ისიც რომ BMW თავის ავტომობილებზე რეკომენდაციას უწევს ანტიფრიზის გაზავებას 50:50 ზე ანუ 50% პროცენტი ანტიფრიზი და 50% გამოხილი (დესტილირებული) წყალი.
და მაინც რომელი ანტიფრიზი ჩავასხათ BMW-ს მარკის ავტომობილში ?
ნებისმიერი ხარისხიანი ანტიფრიზი დაშვებით GS 94000 (ადრე ცნობილი როგორც BMW N 600 69.0)
ასევე ნახეთ: როგორ შევარჩიოთ ძრავის ზეთი სწორად BMW-ს მარკის ავტომობილისთვის
Kakha
გამარჯობა, ბმვ ფ10 ში ანტიფრიზის შეცვლა მინდა და შევიძინე castrol radicool nf ანტიფრიზი, მეგობრულად გთხოვთ მირჩიოთ გამომადგება ეგ ანტიფრიზი? ეხლა ვკითხულობდი შემადგენლობას და ბოლომდე ვერ გავერკვიე.
admin
გამარჯობა კახა, მადლობას გიხდით, რომ დაინტერესდით ჩვენი პროექტით.
რაც შეეხება ანტიფრიზის სწორად შერჩევას castrol radicool nf-არის G-11 ის კლასიფიკაციის ანტიფრიზი, კასტროლი კი გვარწმუნებს, რომ კონკრეტულად ეს ანტიფრიზი დაშვებულია BMW-ს ყველა მოდელისთვის, მაგრამ მაინც ალბათ ჯობია გამოიყენოთ G-12+ ის კლასიფიკაციის ანტიფრიზი რომელიც არის Castrol Radicool SF.
ავტომობილის ზუსტ მოდელს და ძრავს თუ მოგვწერთ უკეთ დაგეხმარებით ანტიფრიზის შერჩევაში.
გიორგი
გამარჯობა, ფორდ ფოკუსზე ზოგი მეუბნება მთლიანად ზოგი კი 50-50 ზე შეცვალე ანტიფრიზიო,ანუ მთლიან სისტემას ვცვლი და რომელი იქნება სწორი?
admin
გამარჯობა, თუ ანტიფრიზის კონცენტრატს ყიდულობთ მაშინ უნდა გააზავოთ, უმჯობესი იქნება თუ 50/50 ზე გააზავებთ.
zaza
bmw e46 2.2 cravze romeli antifrizi chavasxs
admin
გამარჯობა, თქვენ ავტომობილში შეგიძლიათ G11 კლასიფიკაციის ანტიფრიზი გამოიყენოთ, რომელიც ხშირად ან ლურჯი ფერის არის ან მწვანე. ასვე შეგიძლიათ G12/G12++ ის ჩასხმაც ან ნებისმიერი ხარისხიანი ანტიფრიზი დაშვებით GS 94000 (ადრე ცნობილი როგორც BMW N 600 69.0)
რამაზი
გამარჯობა. ნისან ტეანა 2006 წლიანზე რომელი ანტიფრიზი მიდის?
admin
გამარჯობა, თქვენი ავტომობილის ძრავის მოცულობა ან კოდი მოგვწერეთ და ვეცდებით დაგეხმაროთ.
Kaxa
Bmw 750 2011 wlis gamoshveba dasamateblad gazavebul antifrjzs mirchevt ru sufta antifrizi davamato
admin
გამარჯობა კახა, შეგიძლიათ პირდაპირ გაზავებული დაამატოთ ან გასაზავებელი კონცენტრატი იყიდოთ 50/50 ზე გააზავოთ გამოხდილ წყალში და შემდეგ დაამატოთ უკვე.
გელა
გამარჯობა E46 2.0 ვალვეტრონიკი რომელს მირჩევთ ჩასხმას მადლობთ
admin
გამარჯობა, თქვენ ავტომობილში შეგიძლიათ ჩაასხათ G11 ან G12+ ანტიფრიზი
ბონდო
toyota highlander hybrid 2009 jteew44a292029446 . ასხია ვარდისფერი, ახლით მინდა შევცვალო რომელს მირჩევთ?
admin
გამარჯობა, თქვენ ავტომობილს აქვს როგორც G12 ის ანტიფრიზის დაშვება ასევე G13 ისაც
გიგა
Chevrolet cruze 2014 1.4T რომელი ანტიფრიზი უნდა ჩავასხა?
admin
გამარჯობა გიგა, თქვენ ავტომობილში შეგიძლიათ ჩაასხათ G12 ის დაშვების ანტიფრიზი
ქეთი
მოგესალმებით Ml -ის ჯიპი 2007 წლიანი 3.2 მინდა ახალი ანტიფრიზის ჩასხმა, რომელს მირჩევთ და რა განზავებით
admin
გამარჯობა ქეთი, თქვენ ავტომობილში ისხმევა MB 325.0, G11 დაშვების ანტიფრიზი, შეგიძლიათ ჩაასხათ მაგალითად შემდეგი ბრენდები: SWAG,Febi ან თვითონ მერსედესის სერვის ცენტრში მიხვიდეთ და მოგცემენ შესაბამისი დაშვების ანტიფრიზს.
გაზავება შეგიძლიათ 50/50 ზე დესტილირებული წყალი (ანუ გამოხდილი წყალი) და 50% ანტიფრიზის კონცეტრატი
ზურა
გამარჯობათ ნისან ფუგა 2005 წლიანი 2.5 მატორით რომელი ანტიფრიზი ჩავასხა?? Y50112230 ვინკოდი
admin
გამარჯობა ზურა, თქვენ ავტომობილში შეგიძლიათ ჩაასხათ G11 ის დაშვების ანტიფრიზი მთავარია იყოს სანდო ბრენდის.
ზურა
ნისან ფუგაში თუ შეიძლება G12+ ან G13 რო ჩავასხა უკეთესი არიქნება?? და სად მირჩევთ რომ შევიძინო ან რომელი ბრენდია კაი??
ზაური
ჰონდა ელისონი. 2004წ. 3.0 ძრავი. წყალი ჩავასხი პომპის შეცვლის შემდეგ და მთელ სისტემაში მინდა ჩავასხა ახალი ანტიფრიზი. რომელ ფირმას და მარკას მირჩევთ და რამდენი ლიტრი მიდის თუ იცით? მადლობა წინასწარ
მიშა
გამარჯობათ. ოპელ ასტრა ჯ 98 წელი 1.8 ეკოტეკი. რა დაშვების ჩასხმაა შესაძლებელი? მადლობა
გია
გამარჯობათ,რომელი ანტიფრიზი და რა რაოდენობის არის საჭირო 2008 ე-60 ბმვ?
ტატო
გამარჯობა, 2020 წლიან, გრანდ ჩეროკში, რომელ ანყიფრიზზს მირჩევთ?
ბესიკი
2004 წლიანი ML 3500 რომელი ანტიფრიზი უნდა ჩავასხა
ბესო
გამარჯობა ოპელი 1.6 უბრალო ძრავი 99იანი წყალი მესხა ეხლა რას მირჩევთ G12 შეიძლება?