( Camshaft Position Sensor ) ზოგისთვის ცნობილი როგორც: რასპრედვალის დაჩიკი ან ზედა ამთვლელი სენსორი. BMW-ის ძრავები ცნობილი არიან მათი სიზუსტით და ეფექტურობით, რაც მათ ასხვავებს სხვა მარკებისგან. ამ სიზუსტის მიღწევა დამოკიდებულია მრავალი კომპონენტის სწორ ფუნქციონირებაზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი კი არის გამანაწილებელი ლილვის სენსორი, ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ რა არის BMW-ის გამანაწილებელი ლილვის სენსორი, როგორ მუშაობს ის და რატომ არის მისი სწორად ფუნქციონირება ასეთი მნიშვნელოვანი.
სწრაფი ნავიგაცია
რა არის გამანაწილებელი ლილვის სენსორი?
გამანაწილებელი ლილვის სენსორი არის ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც განსაზღვრავს გამანაწილებელი ლილვის პოზიციას. ეს სენსორი აფიქსირებს ლილვის როტაციას და აგზავნის ამ ინფორმაციას ძრავის მართვის ერთეულში ძრავის კომპიუტერში (DME). DME ამ მონაცემების საფუძველზე განსაზღვრავს საწვავის შეფრქვევის და ანთების სისტემის ინტერვალს.
როგორ მუშაობს გამანაწილებელი ლილვის სენსორი?
გამანაწილებელი ლილვის სენსორი იყენებს მაგნიტურ ველებს ან ოპტიკურ სიგნალებს ლილვის პოზიციის გასაზომად. ლილვის როტაციისას სენსორი აფიქსირებს კონკრეტულ წერტილებს და აგზავნის ამ ინფორმაციას DME-ში (BMW ძრავის კომპიუტერი), რომელიც ამ მონაცემების საფუძველზე განსაზღვრავს ძრავის ცილინდრების ანთების და საწვავის შეფქვევის ინტერვალს.
გამანაწილებელი ლილვის სენსორის ტიპები
- მაგნიტური სენსორი: იყენებს მაგნიტურ ველს, რომელიც იწვევს ელექტრულ სიგნალებს. ლილვის როტაციისას, მაგნიტური ველი იცვლება და სენსორი აგზავნის სიგნალებს DME-ში.
- ოპტიკური სენსორი: იყენებს სინათლეს და ფოტოსენსორებს. ლილვის როტაციისას, სინათლის სხივები ხვდება ფოტოსენსორებზე და სენსორი აგზავნის მონაცემებს DME-ში.
- ჰოლლის სენსორი: იყენებს ჰოლლის ეფექტს, სადაც მაგნიტური ველი წარმოქმნის ელექტრულ სიგნალებს. ჰოლლის სენსორი უზრუნველყოფს მაღალი სიზუსტეს ზემოთ ხსენებულ ორი ტიპის სენსორთან შედარებით.
გაუმართავი გამანაწილებელი ლილვის სენსორის სიმპტომები
გამანაწილებელი ლილვის სენსორის გაუმართაობამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სიმპტომები, მაგალითად:
- ავტომობილის რთული აჩქარება
- საწვავის მოხმარების ზრდა
- გამონაბოლქვ სისტემაში უჩვეულო ხმები
სენსორის გაუმართაობის გამომწვევი მიზეზები
ზედა ამთვლელი სენსორის გაუმართაობის ძირითადი მიზეზები არის მისი მექანიკური ან ელექტრონული დაზიანება როდესაც დეტალი ამოწურავს თავის რესურს.
გამანაწილებელი ლილვის სენსორის შეცვლა
თუ გამანაწილებელი ლილვის სენსორი დაზიანებულია, აუცილებელია მისი შეცვლა. სენსორის შეცვლა დამოკიდებულია მანქანის მოდელზე, მაგრამ ძირითადად მოიცავს ძველი სენსორის მოხსნას და ახალი სენსორის დაყენებას.
მსგავსი სამუშაოების ჩატარება უმჯობესია მიანდოთ BMW ზე ორიენტირებულ სერვისცენტრებს, რადგან ძველი დეტალის ახლით შეცვლას ჭირდება შესაბამისი კვალვიფიციური ცოდნა, თუნდაც თქვენ რომ შეიძინოთ aftermarket (არაორიგინალი) ნაწილი თუნდაც საიმედო და კარგი ბრენდის მან შეიძლება იმუშაოს არაკორექტულად ან დაჭირდეს დამატებითი ჩარევები.
დასკვნა
გამანაწილებელი ლილვის სენსორი არის კრიტიკული კომპონენტი შიდა წვის ძრავის მართვისთვის. მისი მუშაობის სიზუსტე განსაზღვრავს ძრავის სწორ და უსაფრთხო მუშაობას. თუ სენსორის პრობლემა გაჩნდა, სასურველია მისი შეცვლა რაც შეიძლება მალე.