რატომ მოიხსენიებენ BMW-ს ასევე როგორც “beamer” ან “bimmer” ?

«Bimmer», «beamer» და «beemer» – საკმაოდ გავრცელებული და ცნობილი მეტსახელია BMW მარკის ავტომობილებისთვის. სტატიაში მოგითხრობთ ისტორიას თუ საიდან და რატომ წარმოიშვა ეს მეტსახელი.

ინგლისურ ენოვან სამყაროში, ბოლო წლებში საკმაოდ პოპულარულია მეტსახილი “beamer,” “beemer” და “bimmer” და საკმაოდ მყარად მოიკიდა ფეხი BMW-ს ფანებს შორის.

საიდან წარმოიშვა მეტსახელი «Bimmer»

მეტსახელი “Beamer” მოდის დიდი ბრიტანეთიდან – და თავდაპირველად ემსახურებოდა მის გამორჩევას ბრიტანული მწარმოებლისგან *, რომლის მოტოციკლებსაც მეტსახელად “Beezer”-ს უწოდებდნენ. BMW-ს მოტოციკლება საკმაოდ დიდი წარმატება მოიპოვეს ბრიტანულ მოტორბოლებზე, ასევე (TT ტიპის რბოლებზე)  კუნძულ მენ-ზე.

მაგალითად, Georg “Schorsch” Meier, იყო პირველი არაბრიტანელი მოტო მრბოლელი რომელმაც მოიგო საკმაოდ პრესტიჟული  Senior TT-რბოლა  1939 წელს BMW 255 Kompressor-ის მეშვეობით.
ომის შემდგომ წლებში მას მოჰყვა გამარჯვებული BMW გუნდების გრძელი სია. საერთო ჯამში, სხვა მოტომრბოლელებმა, როგორებიც არიან ვალტერ შნაიდერი, მაქს დუბელი, ზიგფრიდ შაუსუ ან კლაუს ენდერი, 26-ჯერ გაიმარჯვეს შეჯიბრში BMW-ს მოტოციკლებით. მსოფლიო ჩემპიონატის სტატუსის დასრულებამდე 1976 წელს.

© BMW AG

რატომ მოიხსენიებენ BMW-ს ასევე როგორც “beamer” ან “bimmer” ? exb 03 media hd e1613671784807 bimmerclub

წლების განმავლობაში, მრბოლელებმა და მოტორსპორტის მოყვარულებმა BMW მოტოციკლებს შეარქვეს მეტსახელი “beemer”, მსგავსად “beezer”-ისა “beemer” გაცილებით მკაფიო და მარტივი წარმოსათქმელი იყო ვიდრე BMW, ინგლისურად მოსაუბრე ამ მარკის ფანებისთვის.

სახელწოდება “beemer“-მა მალევე მოიპოვა პოპულარობა ინგლისურენოვან ქვეყნებში, როგორც BMW მოტოციკლების მეტსახელი. დროთა განმავლობაში გაჩნდა ალტერნატიული მეტსახელიც ”beamer”  ითვლება, რომ მისი მსგავსება სიტყვა ”beam” (სხივი) – მხოლოდ დამთხვევაა. ახსანიშნავია ისიც რომ BMW-ს საკუთარ სამშობლოში მეტსახელი არასდროს ქონია, რადგან მათთვის BMW-ს წარმოთქმა უფრო მარტივია.

როგორ წარმოიშვა beamer-იდან bimmer.

მეტსახელი “bimmer” წარმოიშვა 1970-იან წლებში. იმ დროს, BMW ავტომობილები პოპულარობით სარგებლობდა აშშ-ში. ამერიკელები თავდაპირველად BMW-ს ავტომობილებს ეძახდნენ “beamer“-ს მსგავსად მოტოციკლებისა, გამონაკლისი იყო BMW-ს ბოსტონის ფანკლუბი რომლებიც 1970-წლებში BMW-ს უწოდებნდნე “bimmer“-ს. ამავდროულად ბოსტონის კლუბისგან დამოუკიდებლად, გაზეთის ჯიხურებში გამოჩნდა ჟურნალი BMW-ს ფანებისთვის იგივე სახელწოდებით. ამის შემდეგ მეტსახელი “bimmer” გახდა ყველასთვის მისაღები მეტსახელი BMW-ს მარკის ავტომობილებისთვის. დღესდღეისობით ამ მეტსახელით თითქმის მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოიხსენიებენ BMW მარკის ავტომობილებს ასევე გერმანიაშიც.

რატომ მოიხსენიებენ BMW-ს ასევე როგორც “beamer” ან “bimmer” ? exb 07 media hd e1613671721353 bimmerclub

© BMW AG

როდესაც BMW 3 სერიის მესამე თაობა e36 გამოვიდა ბაზარზე, “bimmer“-ის გამოყენება BMW-ს ავტომობილების მეტსახელად მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

რატომ უწოდებენ ჩინელები BMW- ს ძვირფას ცხენს

1990-იან წლებში “bimmer“-ს შეუერთდა BMW– ს ავტომობილების კიდევ ერთი მეტსახელი ჩინეთში: “bao-ma” (bao-იშიფრება როგორც ძროხა) ხოლო სიტყვასიტყვით თარგმანით ეს ნიშნავს ძვირფას ცხენს. ჩინურ კულტურაში ცხენები განიხილება, როგორც მაღალი მნიშვნელობის წმინდა არსება და ნიშნავს უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში.

რადგან მანქანამ მეტწილად შეცვალა ცხენი, როგორც სატრანსპორტო საშუალება, მან ასევე მიიღო თავისი მნიშვნელობა, როგორც სტატუსის სიმბოლო ჩინურ კულტურაში. განსაკუთრებით BMW ბრენდი ასოცირდება კეთილდღეობასა და სიმდიდრესთან.

რატომ დაერქვა BMW-ს bimmer

(მოკლე შინაარსი)

მეტსახელი “bimmerBMW -ს ავტომობილებს აშშ-ში შეერქვა. თავდაპირველად იგი წარმოიშვა BMW– ს მოტოციკლების “beemer” ან “beamer” სახელებიდან, რომლებიც პირველად შეარქვეს დიდ ბრიტანეთში 1960-იან წლებში და მოგვიანებით მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ხოლო 1970 წელს მეტსახელ bimmer-ს საფუძველი ჩაუყარა BMW-ს ფანების ჟურნალმა, რომელიც იმ დროს პირველად გამოჩდა ჯიხურებში სახელწოდებით “bimmer” და  ასევე BMW-ს ბოსტონის კლუბმა.

ასევე აღსანიშნავია რომ, ქართველი BMW-ს  ავტო მოყვარულებისთვის შეიძლება მეტსახელი “bummer” (Бумер) უფრო ნაცნობი იყოს, ამ მეტსახელის პოპულარობა ასევე განაპირობა ფილმმა იგივე სახელწოდებით “Бумер” რომელიც ეკრანებზე 2003 წელს გამოჩნდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *