ძრავის ზეთს აქვს ოთხი ძირითადი ფუნქცია: შეზეთვა, დაცვა, გაგრილება და გაწმენდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხარისხიანი ზეთი აუმჯობესებს ძრავის მუშაობას, ახანგრძლივებს მის სიცოცხლეს და ხელს უწყობს სტაბილურ მუშაობაში.
სწრაფი ნავიგაცია
BMW-ს ძრავის ზეთი
BMW რამოდენიმე წელიწადში ერთხელ ახორციელებს ძრავის ზეთის შემადგენლობის მონიტორინგს. ძრავის დიზაინის, საწვავის ტიპის და ხარისხის გათვალისწინებით და ასევე რომელი რეგიონისთვის არის წარმოებული ძრავი. ყოველი ახალი სპეციფიკაცია იშიფრება წლების მეშვეობით და მიახლოვებით თავსებადია BMW-ს ახალი თაობის ძრავებისთვის. ერთი და იგივე დაშვების მქონე ზეთს შეიძლება ქონდეს განსხვავებული სიბლანტე.
LL-98
LL-98 (1998). API SJ. ACEA A3/B3. SAE 5W-30, 5W-40. ყველაზე ძველი ხელმისაწვდომი სპეციფიკაციაა. ყველა ძრავის ზეთი ასეთი დაშვებით არის განკუთვნილი შედარებით ძველი მოდელებისთვის BMW Е46, Е39, X5 Е53 (მათ შორის ამავე სერიის სხვა მოდელებიც) და ასევე BMW М54 (М52, М50 М30 და ა.შ.).
დღეისათვის, BMW აღარ აწარმოებს LL-98 დაშვების ზეთს, მაგრამ არსებობს მისი ალტერნატივები. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ BMW LL-98 ძრავის ზეთები თავსებადია LL-01 ზეთებთან.
LL-01
LL-01 (2001). API SJ. ACEA A3 / B3. SAE 0W-30, 5W-30, 5W-40, 10W-60. “გარემოს დამცველთა” ახალმა მოთხოვნებმა განაპირობა ის, რომ 2000-იანი წლებიდან ძრავის ზეთები ოპტიმიზირებულია თანამედროვე ძრავებისთვის და, რა თქმა უნდა, შეიცვალა შემადგენლობა – სარეცხი საშუალებებით და დანამატებით, და ასევე განოხრციელდა ზოგიერთი კომპონენტის ამოღება ან რაოდენობაში შემცირება (ZDDP) …
2016 წელს BMW-მ დააანონსა ახალი ძრავის ზეთი თავისი ძრავებისათვის – 0W-30, 5W-30-ის შემცვლელად 0W30 აქვს იგივე დაშვება LL-01 მარკირებით FE, რაც შესაძლელობას გვაძლევს რომ ახალმა მოდელებმა მოიხმარონ ნაკლები საწვავი.
FE ან FE+ (Fuel Economy) – საწვავის ეკონომია. ზეთი დანამატებით, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას შევამციროთ ზეთის სიბლანტე საწვავის უკეთესად მოხმარებისთვის. დანამატებს აქვთ ისეთივე დამცავი თვისებები როგორც უფრო მეტი სიბლანტის მქონე ზეთებს, მაგრამ გვაძლევს საწვავის ეკონომიის შესაძლებლობას.
LL-04
LL-04 (2005). API SN. ACEA C3 (ანალოგი A3). SAE 5W-30, 5W-40. ადრე LL-04 დაშვების ზეთები არასწორად იყო ინტერპრეტირებული, ახლა კი მათზე მოთხოვნა საკმაოდ გაზრდილია. LL-04 ზეთების უმეტესობა გათვლილია დიზელის ძრავებზე ასევე აღსანიშნავია, რომ ის დაშვებულია ბენზინის ძრავებისთვისაც ევროპასა და სხვა გლობალურ ბაზრებზე.
LL-04– ს ასევე აქვს SAPS– ის დაბალი მნიშვნელი, რაც სასარგებლოა პირდაპირი ინექციის ძრავებისთვის (BMW– ს ყველა ტურბო ძრავა 2007 წლიდან).
LL-12
LL-12 (2012). ახალი დაშვება ევროპული ბაზრისთვის სპეციალურად დიზელის ძრავისთვის.
LL-14
LL-14 (2014). API SN. ACEA A1/B1. SAE 0W-20. გამოშვებულია BMW -ს 2014 წლის კონკრეტული ბენზინის ძრავებისთვის, მათ შორის ოთხ ცილინდრიანი N20-ისთვის და ყველა ახალი მოდულური B სერიის ძრავისთვის. LL-14 ზეთებს ხახუნის გაცილებით დაბალი დონე აქვს, BMW- ს სხვა ზეთებთან შედარებით რის გამოც მისი ექსპლუატაცია არც თუ ისე ხშირად ხდება.
LL-17
LL-17 (2018). ACEA C5. SAE 0W-20. მოგვევლინა LL-14 შემცვლელად N20, B38, B46, B48 და B58 ძრავებისთვის.
LL-17– ში უმნიშვნელოდ განახლდა LL-14 -ის ფორმულა, რომელიც შექმნილია ემისიების გასაუმჯობესებლად, მაგრამ როგორც LL-14 ის ნაკლებად პოპულარულია.
ზეთის შეცვლის ინტერვალი
ზეთის შეცვლის ინტერვალზე თითოეულ ავტო მფლობელს განსხვავებული მიდგომა აქვს. ზოგი 15 000 ზე ცვლის ზოგი 5000-ზე და მაინც როგორ გავიგოთ ჩვენ როდის ან რა ინტერვალით უნდა შევცვალოთ ზეთი ჩვენს ძრავში.
ძრავის ზეთი ქმნის დამცავ ფენას ძრავის ორ კომპონენტს შორის და შთანთქავს ძრავის მიერ წარმოქმნილ სითბოს და ამიტომ ის თამაშობს გადამწყვეტ როლს ძრავის ხანგრძლივ და გამართულ მუშაობაზე.
სამწუხაროდ დღეს დღეისობით ხშირია ისეთი მომენტები როდესაც ხდება პოპულარული ბრენდების ძრავის ზეთების ფალსიფიცირება, რის გამოც ხშირად გვხვდება ისეთი მომენტები როდესაც ერთი ბრენდის ზეთს აქვს განსხვავებული შეფასებები როგორც დადებითი ასევე უარყოფითი, რაც ნაწილობრივ დაკავშირებულია ზეთის ფალსიფიცირებასთან ასევე არასწორ შერჩევასთან ან ზეთის შეცვლის ინტერვალის დარღვევასთან.
რაც უფრო დიდხანს ვიყენებთ ძრავის ზეთს მით უფრო ნაკლებად ეფექტურად ახდენს ის ძრავის შეზეთვას.
ძრავში ზეთის შეცვლა როგორც ვახსენეთ ყველასთვის ინდივიადულია, რადგან ეს დამოკიდებულია როგორც მძღოლის მიერ ავტომობილის მართვის მანერაზე ასევე იმაზე თუ რა წლოვანების არის ავტომობილი და რამდენი კილომეტრი აქვს ძრავს ჯამში გავლილი (გარბენი). მაგ: თუ ძრავი ხშირად მუშაობს მაღალ ბრუნვებზე უმჯობესი იქნება თუ ძრავის შეცვლის ინტერვალი არ გადააჭარბებს 6000km-ს ხოლო იდეალური იქნება თუ შეიცვლება ყოველ 5000km-ზე.
აღნიშნულ ფოტოზე ხედავთ ძრავს სადაც სტაბილურად 7500km-ზე იცვლებოდა ხარისხიანი ზეთი.
ასევე გაითვალისწინეთ, მიუხედავად იმისა რომ, ავტომობილი ცენტრიდან არის გამოყვანილი და გარანტიაზე გყავთ, არ იქნება ურიგო თუ თქვენც 8000კმ ინტერვალით შეცვლით ძრავში ზეთს. ასე თქვენ დარწმუნებული იქნებით რომ თქვენ ავტომობილს არ ექნება ძრავთან დაკავშირებული პრობლემები. რათქმაუნდა, თქვენ შეგიძლიათ ენდოთ ქარხანა მწარმოებელს და იხელმძღვანელოთ საექპლუატაციო წიგნის დახმარებით, მაგრამ გახსოვდეთ გარანტიის ამოწურვის შემდეგ ავტომობილი მხოლოდ თქვენი პრობლემაა და არა მწარმოებლის!
როგორ შევარჩიოთ “კარგი” ზეთი ძრავისთვის ?
კარგი ძრავის ზეთი BMW-ს თვის არ არის აუცილებელი მხოლოდ BMW-ს საფირმო შეფუთვაში იყოს ჩამოსხმული. საპოხი მასალების თანამედროვე ბაზარი საკმაოდ განვითარებულია და მრავლად არის სხვა მწარმოებლების ხარისხიანი ძრავის ზეთებიც.
როგორც მოგეხსენებათ თავდაპირველად BMW-ს ძრავის ზეთების მწარმოებელი იყო Castrol, ხოლო 2016 წელს BMW-ს ძრავის ზეთის მომწოდებელი გახდა კომპანია Shell (Shell Helix).
ძირითადად, მეტად პოპულარული არის სამი (3) ტიპის ძრავის ზეთი:
- სინთეტიკური (Fully Synthetic)
- ნახევრადსინთეტიკური (Semi-Synthetic)
- მინერალური (Mineral)
პირველრიგში ძრავის ზეთის შერჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ შეესაბამება თუ არა ზეთი SAE, API და ACEA-ს სტანდარტებს. სხვა ყველაფერი არის მხოლოდ მარკეტინგული ხრიკები!
BMW-ს ძრავის დეტალები დროთა განმავლობაში ცვდებიან, ჩვენ გირჩევთ, ისეთ ძრავებს რომელსაც დიდი გარბენი აქვს და ძრავის დეტალებიც გაცვეთილია ჩაასხათ შედარებით სქელი ზეთი (მომატებული სიბლანტის.) ასეთი ძრავების პირველი სინპტომები არის ზეთის მომატებული მოხმარება. (ანუ იმაზე მეტი ვიდრე ქარხანა მწარმოებელს აქვს მოგაცხადებლი ნორმად)
ზეთის მოხმარება (ჭამა)
BMW ძრავები გათვლილია გარკვეული რაოდენობის ზეთის მოხმარებისთვის და არსებობს ნორმა, რომლის მიმართაც ზეთის გარკვეული მოხმარება ნორმალურად ითვლება. იმისათვის, რომ ზეთმა მიაღწიოს ძრავის შეზეთვისთვის საჭირო ადგილებს.ასევე რაღაც რაოდენობის ზეთი შეიძლება მოხვდეს წვის კამერაში და დაიწვას ჰაერის / საწვავის ნარევში.
ქვემოთ მოცემულია ცხრილი, ზეთის მოხმარების (ჭამის) დაშვებული ნორმები.
BMW ძრავის კოდი | ნორმალური ზეთის მოხმარება |
B-სერიის ტურბო ძრავი (B46, B58) | 1 ლიტრი 2400 კმ-ზე |
4/6-ცილინდრიანი ტურბოძრავი N-სერია (N20, N55 და ა.შ.) | 1 ლიტრი 2400 კმ-ზე |
უტურბინო ძრავი N-სერია (N52, N62 …) | 1 ლიტრი 2400 კმ-ზე |
ტურბოძრავი V8/V12 N-სერია(N63, N74) | 1 ლიტრი 1200 კმ-ზე |
M-სერიის ძრავი (М50, M52, M54) | 1 ლიტრი 1200 კმ-ზე |
Motorsport-ის S-სერიის ძრავი (S54, S55, S65) | 2.5 ლიტრი 1600 კმ-ზე |
რა განაპირობებს ზეთის ნორმაზე მეტის მოხმარებას
როგორც ვახსენეთ ზეთის ნორმაზე მეტის მოხმარების ძირითადი მიზეზი არის ძრავის დეტალების ცვეთა, რაც იწვევს ძრავის დეტალებს შორის დაშორებების ზრდას (ზაზორების გაჩენას). ძირითადად ეს დაშორებები იზრდება ისეთ დეტალებზე როგორიც არის: დგუშის (პორშინის) რგოლები და სარქველების (კლაპნების) გამამყარებლები (უპლოტნიტელი,სალნიკი) რის გამოც ზეთის მეტი რაოდენობა ხვდება წვის კამერაში, რაც იწვევს ეგრედ წოდებულ (ზეთის ჭამას.)
ასეთ სიტუაციაში ისეთი ზეთების გამოყენება როგორიც არის 0w-30 და 5w-30 არ არის მიზან შეწონილი და დიდი ალბათობით გაზრდის ზეთის მოხმარებას (ჭამას). ამიტომ თქვენ BMW-ს თუ აღენიშნება ზეთის მეტი მოხმარება, გირჩევთ გადახვიდეთ შედარებით სქელ ზეთზე, რომელიც ასე მარტივად არ მოხვდება წვის კამერაში. შედარებით ბლანტი ზეთი დაეხმარება დგუშის (პორშინის) რგოლებს შეინარჩუნოს ძრავის კომპრესია (აღადგინოს დაკარგული სიმძლავრე). თუ შედარებით ბლანტ ზეთზეც კვლავ გრძელდება ზეთის მოხმარება (ჭამა), ყურადღება მიაქციეთ მოცვეთილ რგოლებს(კოლცებს), სარქველების (კლაპნების) გამამყარებლებს (უპლოტნიტელი,სალნიკი) ან არასწორად ფუნქციონირებად ზეთის ცირკულაციის სისტემას.
ასევე ნახეთ: რა არის ანტიფრიზი და როგორ შევარჩიოთ ის სწორად